შესაძლოა ბათუმში ნაპოვნი ქვევრი მე-5 საუკუნით დათარიღდეს

21 ნოემბერი 2017, 00:00 14912 ნახვა

ბათუმში ნაპოვნი ქვევრი, შესაძლოა, მე-5 საუკუნით დათარიღდეს. ბათუმში, თამარის დასახლებაში, სამი დღის წინ, ნაპოვნი ქვევრის გადარჩენილ ნაწილებს არქეოლოგები სწავლობენ. 

სპეციალისტების ინფორმაციით, პირველადი დასკვნა, რომ ქვევრი განვითარებულ შუა საუკუნეების პერიოდის უნდა იყოს, შეიცვალა და სავარაუდო თარიღად მე-5 საუკუნე სახელდება.

ქვევრი დაზიანებების გარეშე, წყლისა და კანალიზაციის მილების რეაბილიტაციის დროს, მუშებმა იპოვეს. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მუშებმა ქვევრი ჯერ ხელით, შემდეგ ქვით და ბოლოს ტრაქტორით დაამტვრიეს. 

ქვევრის დიდი ნაწილი ამ დროისტვის დაზიანებულია. მიმდინარეობს ქვევრის დაზიანების საქმის მოკვლელვა, ვის დაეკისრება არქეულოგიურ მასალის დაზიანებაზე პასუხისმგებლობა, ამ ეტაპზე უცნობია.  

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში