მექსიკაში ავტოავარია მოხდა

20 დეკემბერი 2017, 00:00 2032 ნახვა

მექსიკაში ავტოავარია მოხდა. გამოცემა ,,ტასის" ცნობით, ტურისტებით დატვირთული ავტობუსი კინტანა-რუს შტატში გადაბრუნდა. შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ამერიკის და ბრაზილიის მოქალაქეები არიან.

14 დაშავებულის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა. ტურისტები ექსკურსიაზე ჩაკჩობენში - მაიას ტომის ერთ-ერთი გადარჩენილი ქალაქისკენ მგზავრობდნენ. ავარიის გამომწვევი მიზეზი უცნობია. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი