ვითარება უკრაინაში

06 დეკემბერი 2025, 11:18 195 ნახვა

რუსეთი უკრაინას რაკეტებით უტევს, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთი რაკეტებისა და დრონების გამოყენებით კომბინირებულ თავდასხმას ახორციელებს.
გასული ღამის განმავლობაში აფეთქებების ხმა ისმოდა კიევშიც. კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსული ძალების იერიშის შედეგად უკრაინის დედაქალაქში, სულ მცირე, სამი ადამიანი დაშავდა. ამის პარალელურად რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა - ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს. რიაზანის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, თავდასხმის შედეგად ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა არავინ დაშავებულა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში