დაპირისპირება პარლამენტში

20 დეკემბერი 2017, 00:00 3395 ნახვა

მწვავე სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დასრულდა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა პარლამენტში, სადაც პრემიერ-მინისტრს და მინისტრთა კაბინეტის წევრებს, ხელახალი ნდობის გამოცხადებამდე, უსმენდნენ.

გიორგი კვირიკაშვილმა და მთავრობის წევრებმა დარბაზი დატოვეს. სხდომის პროცესში, ძირითადი გამომსვლელი ნიკა მელია იყო. მან ხელისუფლების მისამართით ბრალდებები წამოაყენა, მათ შორის პრემიერ-მინისტრი და მისი გუნდი კორუმპირებულობაში დაადანაშაულა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება და შეურაცხყოფა მოჰყვა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში