აჭარის კონსტიტუციის ცვლილებების საორგანიზაციო კომისია

15 იანვარი 2018, 00:00 2420 ნახვა

ცვლილებები შევიდა, საქართველოს კონსტიტუციასთან ერთად, კონსტიტუციურ კანონში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ, სწორედ ამ ცვლილებების ასახვა იწყება აჭარის კონსტიტუციაში. ამისთვის საორგანიზაციო კომისია შექმნა დღეს აჭარის უმაღლესმა საბჭომ, რომელსაც დავით გაბაიძე უხელმძღვანელებს.

ამ დრომდე სტატუსის შესახებ კანონი და ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია თითქმის იდენტური იყო. უმრავლესობა ფიქრობს, რომ ახლა შესაძლებელი გახდება უფრო ნათლად გაიწეროს უფლებები კონსტიტუციაში. საერთო-სახალხო განხილვებში ჩართვას გეგმავს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. ჯერ-ჯერობით უცნობია როდის დაიწყება განხილვები, უკვე ცნობილია ვინ იქნებიან კომისიის წევრები. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში