ცვლილებები აჭარის კონსტიტუციაში - განხილვა დახურულ კარს მიღმა

30 იანვარი 2018, 00:00 2076 ნახვა

დახურული შეხვედრა მთავრობასთან – საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს დღეს აჭარის  მთავრობის წევრებთან. სწორედ მთავრობის თავმჯდომარეს ექნება უფლებამოსილება კონსტიტუციის არსებული პროექტით დამტკიცების შემთხვევაში, მიმართოს უმაღლეს საბჭოს და მოითხოვოს დამატებით ახალი სამინისტროს შექმნა.

ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა დასაბუთება და მთელი რიგი პროცედურები იქნება საჭირო, ამ ეტაპზე რომელი სამინისტროების დამატება განიხილება კონკრეტულ კომენტარებს რეგიონის პირველი პირები არ აკეთებენ. საკამათო თემაა უფლებამოსილებები და კომპეტენციები – მმართველი გუნდი ამტკიცებს რომ უფლებები იზრდება, ოპოზიცია კი პროექტს დამაკნინებელს და უფლებების ნაწილში სუსტს უწოდებს.

განსაკუთრებული გამგებლობის ჩამონათვალიდან ამოღებულია აქამდე არსებული ჩანაწერი. განმარტავენ, რომ განათლების და ჯანდაცვის მიმართულებით ადგილზე სამართლებრივ აქტებს ვერც აქამდე იღებდნენ. რაც შეეხება ტურიზმს, კულტურას და სპორტს ამ სფეროებში უფლებამოსილება უნივერსალურია. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში