გზის რეაბილიტაცია

05 მაისი 2018, 00:00 1843 ნახვა

ასფალტობეტონის საფარის დაგება სრულდება ქედაში დანდალო-ტაკიძეების მიმართულებით. სამუშაოების ფარგლებში უკვე მოეწყო ლითონის მილი, რკინა ბეტონის კიუვეტი და 3 კილომეტრი სიგრძის გაბიონი.

სამუშაოებისთვის 710 ათასი ლარი დაიხარჯა. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე განთავსდება საგზაო ნიშნები. ქედის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურისთვის დეპარტამენტს ჯამში 10 მილიონზე მეტი აქვს გათვალისწინებული.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში