სახურავის არქონის გამო დაზიანებული მეჩეთი

17 იანვარი 2019, 00:00 2101 ნახვა

10 თვის განმავლობაში ზვარეს მეჩეთში ისე წვიმდა და თოვდა, როგორც გარეთ. მეჩეთს სახურავი ძლიერმა ქარმა გადახადა. ოთხი დღეა, რაც ხელახლა გადაიხურა, თუმცა სამშენებლო მასალები ახლა მეჩეთში ყრია. წვიმამ დააზიანა მეჩეთის კედლებზე არსებული ორნამენტები. დაზიანდა იატაკი.  

ადგილობრივები ამბობენ, რომ მეჩეთში გადაადგილება საფრთხის შემცველია. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს საარჩევნო აგიტაციისთვისაც იყენებდნენ. მეჩეთი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გადახურა, სააგენტოში აცხადებენ, რომ სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა.

კომენტარისგან თავს იკავებენ, ამიტომ უცნობი რჩება,  ჩაუტარდება თუ არა რესტავრაცია მეჩეთის ინტერიერს. მეჩეთს სახურავი ძლიერმა ქარმა 2 აპრილს გადახადა, თუნუქის ფურცლებმა გოგიტიძეების საცხოვრებლის სახურავიც დააზიანა. სოფელ ზვარეს მეჩეთს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2006 წელს მიენიჭა. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში