შაბათ-კვირას სანაპირო კურორტებზე 24 გრადუსამდე დათბება

12 აპრილი 2019, 00:00 1536 ნახვა

ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე - როგორც დასავლეთ ასევე აღმოსავლეთ საქართველოში უქმე დღეებში, მზიანი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +27 გრადუსამდე მოიმატებს.

სანაპირო კურორტებზე +24 გრადუსი იქნება. მაღალმთიან აჭარაში +16, +18 გრადუსამდე დათბება.

13 აპრილს ბათუმი მცირე მოღრუბლულობა დაფიქსირდება, იქროლებს დასავლეთის ქარი. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +12 დღისით +23 გრადუსი იქნება.

ქობულეთი - პერიოდულად ღრუბლიანობის მოიმატებს, თუმცა დღე უნალექოდ ჩაივლის.

შუახევში დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ იქნება, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +7 დღისით +15.

ხულოშიც უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ტემპერატურა +15 გრადუსს მიაღწევს. ქედაში კი  დღისით +18 გრადუსი იქნება. 

რაც შეეხება ზამთრის კურორტებს, გომარდულში  ცვალებად მოღრუბლულობას პროგნოზირებენ. იქროლებს დასავლეთის ქარი 9-14 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +1 დღისით +13.

გოდერძის უღელტეხილზე კი ჰაერის ტემპერატურა: ღამით -2 დღისით +9 დაფიქსირდება. 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში