Google თარგმანს უკვე ხმით და ინტონაციებითაც აკეთებს

22 მაისი 2019, 17:07 2453 ნახვა

 

google Translatotron-ის ფუნქციები გაფართოვდა და კომპანია უკვე, ტექსტთან ერთად, თქვენს საუბარს ერთი ენიდან მეორეზე თარგმნის. უფრო მეტიც, თქვენს ხმაში განწყობას, ტონალობას, საუბრის ტემპს და ​მანერასაც ​ხვდება და ისე გთავაზობთ თქვენთვის სასურველ ენაზე. გარდა ამისა, მას შეუძლია სიტყვის წყაროს სპიკერის ხმა შეინარჩუნოს.

Google-ის სისტემის მიზანია, ახალი ნიუანსების დამატებით თარგმნის ფუნქცია საუბრის მანერასთან მაქსიმალურად მიახლოვებული იყოს და ასევე, შესაძლებელია, თარგმანი ტექსტად გარდაქმნის გარეშე, პირდაპირ ხმოვანად თარგმნოს.

google-ს ბლოგპოსტის თანახმად, Translatotron-ის კომერციულ მოხმარებაში გამოსვლა, უახლოეს პერიოდში არ იგეგმება.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში