ვმუშაობთ, რომ ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში სწრაფად დავაბრუნოთ - "ფეისბუქი"

04 ოქტომბერი 2021, 21:02 1458 ნახვა

კომპანია "ფეისბუქის" გუნდი მუშაობს შექმნილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად, - ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც "ტვიტერის" გვერდზე გაავრცელეს.

მათივე ინფორმაციით, მომხმარებელთა ნაწილს სერვისებთან წვდომის პრობლემა აქვთ.

"ვიცით, რომ ზოგიერთ ადამიანს ჩვენს აპლიკაციებსა და პროდუქტებთან წვდომის პრობლემა აქვს. ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავაბრუნოთ ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში. ბოდიშს ვიხდით დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში,

ცოტა ხნის წინ Facebook-ის, Messenger-ისა, WhatsApp-ის  და Instagram-ის მუშაობაში გლობალური შეფერხება დაფიქსირდა, რომელიც ჯერ არ გამოსწორებულა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში