დასახლებები მისამართების გარეშე 

02 აგვისტო 2019, 21:29 1394 ნახვა

ქედის მუნიციპალიტეტის დაბის გარდა, დამისამართება ჯერ კიდევ არაა დაწყებული ახლოს მდებარე სოფლებში. ეს კი დაბრკოლებას უქმნის ისეთ სამსახურებს, რომლებისთვისაც დრო უმნიშვნელოვანესია, მათი სისწრაფე კი მოქალაქეებისთვის სასიცოცხლო.

ადგილობრივი მოქალაქეები, ამის გარდა მისამართების გარეშე დარჩენილი ობიექტების მიგნების პრობლემაზე საუბრობენ, რაც განსაკუთრებით შემაფერხებელია ტურისტული ზონებისთვის. დამისამართებაზე ქედის საკრებულო მუშაობს, ირწმუნებიან რომ საკითხი მოცულობითია, რადგან ქედაში 64 სოფელია. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში