ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი აჭარაში დღეს გაიხსნება

01 სექტემბერი 2019, 12:23 1609 ნახვა

ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი  აჭარაში დღეს  გაიხსნება. რეგიონს   სპეციალისტები  დიდი ბრიტანეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ესტუმრებიან. ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ერთად ისინი ლექციებსა და პრეზენტაციებს ჩაატარებენ.

ყოველდღიურად, დღის პირველ ნახევარში მოეწყობა გასართობ-შემეცნებითი ექსკურსიები - ჭოროხის დელტაზე,  ჩაისუბანში,   სახალვაშოში, ბათუმის ზღვისპირა პარკი, ნავსადგურსა და კოლხეთის ეროვნულ პარკში. . ფესტივალზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი  ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით  იმართება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში