„კერამიკის ალქიმია“ - ბათუმში საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს

01 სექტემბერი 2019, 12:31 1564 ნახვა

„კერამიკის ალქიმია“ - ბათუმში საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს. კერამიკული ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა  3 სექტემბრამდე გაიმართება. დამთვალიერებელს  ხალხური რეწვის  ნიმუშებს  ქართველი , ლატვიელი და თურქი კერამიკოსები აცნობენ და ხელოვანები ერთმანეთს გამოცდილებასაც უზიარებენ . 

ღია ცის ქვეშ გაიმართა   კერამიკის გამოწვის პროცესიც .  კერამიკის მოხატვაში მონაწილეობის მიღება  მოხალისეებსაც შეუძლიათ. ფესტივალი  მესამე წელია ტარდება და  გამოფენების გარდა საგანმანათლებლო,სამეცნიერო- კვლევით და  კულტურული ტურიზმის მიმართულებასაც მოიცავს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში