Facebook-ზე რეაქციების გამოხატვა დაიმალება

03 სექტემბერი 2019, 13:09 9412 ნახვა

Facebook-მა, უახლოეს პერიოდში შესაძლოა პოსტებზე რეაქციების რაოდენობა დამალოს. სოციალური ქსელის მომხმარებლები ვეღარ დაინახავენ, თუ რამდენი „ლაიქი“ აქვს ფოტოს ან ვიდეოს.

მოწონებების  საერთო რაოდენობის ნახვა, მხოლოდ პოსტის ავტორისთვის იქნება შესაძლებელი.

ანალოგიური შეზღუდვა  Instagram-მა უკვე აამოქმედა. შესაბამისად, მსოფლიოს 7 ქვეყანაში მოწონებების რაოდენობა დაფარულია. 

"ლაიქების" დამალვის ფუნქციის შექმნა ჯერ მხოლოდ Android-ისთვის დაიწყო. მიზანი კი მომხმარებლებში შედარებითობის მაჩვენებლის შემცირებაა.

 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში