დატოვეთ პარკინგის ადგილი და გამოიმუშავეთ თანხა - ქართველი ახალგაზრდების ახალი შემოთავაზება

16 სექტემბერი 2019, 21:48 2588 ნახვა

ქართველმა ახალგაზრდებმა პარკინგის აპლიკაცია შექმნეს. იდეის ავტორების თქმით, ახალი პროგრამა მოქალაქეებს ქაოსური მოძრაობის თავიდან აცილებასა და დროის დაზოგვაში დაეხმარება. აპლიკაცია ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისში მცხოვრებლებისთვისაა ხელმისაწვდომი. 

პროგრამის საშუალებით, მძღოლები ერთმანეთს თავისუფალი ადგილების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას.თავიდან პარკინგი იმუშავებს AirBnB-ის სისტემით - ანუ ვისაც აქვს პარკინგი,ავტოფარეხი და ავტოსადგომი განაცხადის შევსების შემდეგ მის გაქირავებასაც შეძლებენ. 

Wepark-ის სისტემაში რამდენიმე საპარკინგე ადგილი გაერთიანდა. პროგრამის მობილურში ჩამოტვირთვის შემდეგ, მარტივად დაინახავთ რუკაზე თავისუფალ ადგილს ან თქვენს ადგილს სხვას შესთავაზებთ. მომხმარებელს უკვე შეუძლიათ გატესტოს ადგილის გაცვლის სერვისი. 

მოხმარების წესები კი ასეთია: პარკინგის ადგილიდან მანქანის გაყვანისას ჩართე აპლიკაცია, შესთავაზე სხვას შენი ადგილი და დაეთანხმე სასურველ შეთავაზებას. დაელოდე მსურველს და გამოიმუშავე თანხა.  

ადმინისტრატორების განცხადებით, სისტემას სხვადასხვა ქალაქები ეტაპობრივად დაემატება. კომპანია აპლიკაციის ამოქმედებას ბათუმში შემოდგომიდან გეგმავს.

დღეიდან პროგრამა ანდროიდსა და IOS-ზე ხელმისაწვდომია.  

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში