თურქეთმა Facebook-ი დააჯარიმა

03 ოქტომბერი 2019, 16:56 4115 ნახვა

თურქეთის ხელისუფლებამ "ფეისბუქი" 282 ათასი დოლარით დააჯარიმა. ჯარიმის მიზეზად სოციალური ქსელის მხრიდან მონაცემთა ბაზის დაცვის შესახებ არსებული კანონის დარღვევა სახელდება.

თურქული მხარის ინფორმაციით, დარღვევამ 300 ათასამდე ადამიანი დააზარალა. კერძოდ, თურქეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საბჭოს ინფორმაციით, სოციალურმა ქსელმა აღნიშნული პირების პერსონალური მონაცემები, დაბადების თარიღი, ადგილმდებარეობა და სხვა მონაცემები გაასაჯაროვა, რომელიც უცნობია ვის ხელში აღმოჩნდა.

თურქეთმა Facebook-ი ანალოგიური ბრალდებით უკვე მეორედ დააჯარიმა.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში