საქართველოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა.
კლინიკაში აცხადებენ, რომ გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 81 წლის ქალი. იგი საავადმყოფოში 3 აპრილს შეიყვანეს და მას თანმხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.
''ქალბატონი რომელიც გადმოყვანილი იქნა თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, მისი მდგომარეობა მიმღებშივე შეფასდა კრიტიკულად, სიცოცხლესთან შეუთავსებელი. ვინაიდან შემოყვანისთანავე მჟავე - ტუტოვან წონასწორობაში Ph იყო 7.0, რაც იმას მიუთითებდა, რომ პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული, ტერმინალური გემოდინამიკის რღვევით.
ჩატარებული კვლევის შედეგად პაციენტთან გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირაციული დისტრესი, მწვავე სეფსისი, კლინიკურად გადატანილი იყო მიოკარდიუმის მწვავე ინფაქტი, მოციმციმე არითმია, გულის ქრონიკული უკმარისობა.მკურნალობა მიმდინარეობდა პროტოკოლისა და გაიდლაინების მეშვეობით, ჩატარებულმა მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და სამწუხაროდ დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი'' -განაცხადა კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა