31 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან

09 აპრილი 2020, 18:24 1792 ნახვა

9 აპრილის მემორიალთან საგანგებო მდგომაროების მიუხედავად ხალხმრავლობა იყო. დღის მეორე ნახევარში, მემორიალთან მივიდნენ სასულიერო პირებიც, ერთ-ერთმა მათგანმა კი გარდაცვლილთა სულების სახელზე პანაშვიდი აღავლინა.

მემორიალთან იმყოფებოდნენ ოპოზიციური და მმართველი პარტიის წევრები. 9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი შესრულდა. საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, დაიღუპა 21 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში