ქობულეთის კოვიდმიმღებ კლინიკებში ადგილი აღარ არის 

16 სექტემბერი 2020, 12:46 326 ნახვა

"ქობულეთის სამედიცინო ცენტრმა" და კლინიკა "ბომონდმა" კოვიდ პაციენტების მიღება შეაჩერა. კოვიდმიმღები დაწესებულებების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ სტაციონარში მისაღები პაციენტების ლიმიტი ამ დროისთვის შევსებულია.

''ქობულეთის სამედიცინო ცენტრში'', 50 საწოლი აქვთ. კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ კლინიკაში ძირითადად ასიმპტომური პაციენტები არიან მოთავსებული და ყველა ადგილი დაკავებულია. 

რაც შეეხება კლინიკა "ბომონდს", ის 30-საწოლზე იყო გათვლილი, თუმცა საავადმყოფოში 32 პაციენტის მიღება მოუხდათ.

კლინიკა "ბომონდში" გუშინ დღის საათებში, ერთი ოჯახიდან სამი პირი გადმოიყვანეს. ახალგაზრდა ქალი, წამლების დისტრიბუტორი იყო. ინფიცირებულების მდგომარეობა უსიმპტომო მიმდინარეობისაა - აცხადებს კლინიკა ბომონდის დირექტორი ქეთევან ნოღაიდელი.

ქობულეთის კოვიდმიმღებ დაწესებულებაში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან გადმოყვანილი ინფიცირებულებს მკურნალობენ. მათ შორის არიან პაციენტები ფოთიდან, ოზურგეთიდან და ლანჩხუთიდან.

რაც შეხება ქობულეთის „ევექსის“ საავადმყოფოს, აქ პრევენციის მიზნით ერთი ბოქსირებული განყოფილებაა გახსნილი და ცხელების მქონე პაციენტებსაც იღებენ. ზუსტდება დიაგნოზი და საეჭვო შემთხვევაში პაციენტი პროფილურ კლინიკაში გადაჰყავთ.

 

 

 

 

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში