გოგი წულაიას მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა - ექიმი

16 სექტემბერი 2020, 13:09 162 ნახვა

პარტიის „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარის, გოგი წულაიას მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ კლინიკაში „ელჯიში“ აცხადებენ. კარდიოლოგ ზაზა ლომინაძის თქმით, წულაია გულის შურტირების ოპერაციას საჭიროებს, რომელიც უახლოეს პერიოდში ჩაუტარდება.

ამ ეტაპზე პოლიტიკოსს სამედიცინო მანიპულაციები უტარდება.

„გიორგი წულაია 57 წლისა და 16 წელია ჩვენი პაციენტია. მას დღეს დილით დაახლოებით 7:30 წუთზე მოუვიდა გულის შეტევა, მეოკარდიომის მწვავე ინფაქტი. ეს არის რიგით მესამე გულის შეტევა. დღეს დილით ის შემოიყვანა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ, გადაუდებელი ინტენსიური თერაპიის ბლოკში. ამჟამად მისი მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ სტაბილური. უტარდება სათანადო მკურნალობა. ჩაუტარდა კორონაროგრაფია, რის შემდეგ დადგინდა რომ მას ესაჭიროება ავტოკორონალური შურტირება. შედგება კარდილოგიური კონსილიუმი“,- განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

როგორც ცნობილია, გოგი წულაიას გულის პრობლემები წლებია აქვს. მას ექიმი ზაზა ლომინაძე მკურნალობს, რომელიც "ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.

ცნობისთვის, პარტია „თავისუფალი საქართველო“ გოგი წულაიას წყალტუბო, სამტრედია, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ასახელებს. ოფიციალური წარდგენა მომავალ კვირაშია დაგეგმილი. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში