"ენერგო-პრო ჯორჯიას" ქუთაისის სერვისცენტრის 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

16 სექტემბერი 2020, 13:16 265 ნახვა

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ქუთაისის სერვისცენტრის ორ თანამშრომელს კოვიდ -19 დაუდასტურდა. ჯერჯერობით დაინფიცირების წყარო უცნობია თუმცა, შესაძლოა შემთხვევა 32- ე სკოლის კლასტერს უკავშირდებოდეს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ პისიარ კვლევა ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა და ახალ მათ პასუხს ელოდებიან. ოფისში მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები და თანამშრომლები დისტანციურ მუშაობაზე არიან გადასული.

ქუთაისში ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ოფიციალური ინფორმაციით, ყველა მათგანი პედაგოგების კონტაქტებია და ე.წ 32-ე სკოლის კლასტერს უკავშირდება.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში