ზღაპარი კითხვის პასუხად -მეუფე ნიკოლოზი დავით გარეჯის საქმეზე

18 ოქტომბერი 2020, 20:15 1084 ნახვა

დავით გარეჯი არის საქართველო, გარეჯი არის ჩვენი და მიმაჩნია, რომ სატელევიზო სივრცეში ამდენი საუბარი არის ჯადოსნური ხელის ქნევა - ასე ფიქრობს, ახალქალაქის კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი. მეუფე ნიკოლოზი მიიჩნევს, რომ ასეთი სახით და ფორმით დავით გარეჯის საკითხზე საუბარი „გაუგებარი, უცნაური თამაშია“,რომელსაც მისივე სიტყვით მოსახლეობა პოლიტიკური ცხვრის როლში მიჰყვება, რაც თავად არ სურს.

სიტუაციის მაგალითად კი მღვდელმთავარმა ცნობილი საბავშვო მწერალის ნაწარმოები მოიყვანა „ნილსის და გარეული ბატების საოცარი თავგადასავალი. მიტროპოლიტის განმარტებით, უცნობია სინოდის სხდომის გამართვის თარიღი და იქნება თუ არა ერთ-ერთი მთავარი თემა დავით გარეჯი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში