Facebook-ი და Messenger-ი შეფერხებით მუშაობს

10 დეკემბერი 2020, 15:29 4026 ნახვა

Facebook-ის და Messenger-ის მუშაობაში  შეფერხება ფიქსირდება. მომხმარებლების ნაწილი საიტისა და აპლიკაციების გამოყენებას ვერ ახერხებს.

ინტერნეტპლატფორმა Downdetector-ის ინფორმაციით, მომხმარებლებს შეტყობინებების გაგზავნის, სერვერთან დაკავშირების და აპლიკაციაში შესვლის პრობლემა შეექმნათ. 

ვებ-გვერდის ცნობით,  მომხმარებელთა 52% ვერ ღებულობს შეტყობინებებს. სერვერთან წვდომა უჭირს 31%-ს, აპლიკაციაში ავტორიზაციას კი 16% ვერ ახერხებს.

"ფეისბუქის" პარალელურად, იგივე ხარვეზი "მესენჯერშიც" ფიქსირდება. აპლიკაციაში მომხმარებლებს შეტყობინების გაგზავნის და ზარების განხორციელების პრობლემა აქვთ.

კომპანიას შეფერხებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი