პროფესიული განათლების გერმანული დუალური მოდელი

25 აპრილი 2016, 00:00 5693 ნახვა

“პროფესიული განათლების ახალი პერსპექტივები ტურიზმის მიმართულებით” ამ თემაზე ბათუმში კონფერენცია საქართველოს განათლების მინისტრმა გახსნა. შეხვედრაზე კერძო და საჯარო სტრუქტურების წარმომადგენლები დუალური პროფესიული განათლების გერმანულ მოდელს განიხილავენ, რომლის დანერგვაც საქართველოში შემოდგომაზე იგეგმება. მოდელი საგანმანათლებლო და კერძო სექტორის თანამშრომლობას ითვალისწინებს, კადრების მომზადების პროცესში დამსაქმებელიც იქნება ჩართული. კონფერენციას დონორი ორგანიზეციები, ექსპერტები, პროცესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში