სიტუაცია შედარებით დამშვიდდა, მაგრამ თუ რეგულაციას არ დავიცავთ ინფიცირების მაჩვენებელი მოიმატებს - გამყრელიძე

28 დეკემბერი 2020, 12:28 1010 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, შეზღუდვების შემდეგ სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა, თუმცა თუ მოქალაქეები რეგულაციებს არ დაიცავენ შედეგის შენარჩუნება გართულდება. 

ამირან გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე კოვიდის გამო კლინიკებში და ცხელ ხაზზე მიმართვიანობა შემცირებულია.

''თუ ჩვენ დეკემბრის დასაწყისში ახალი შემთხვევების რაიოდებით პირველ ადგილზე ვიყავით ევროპაში და ზოგიერთ მომენტში მსოფლიოშიც, ახლა ევროპაში ვართ სადღაც მერვე ადგილზე, მსოფლიოში სადღაც მე-12 ადგილზე, ანუ ეს მაჩვენებელიც მცირდება, ისევე როგორც კუმულაციური სიკვდილიანობის მაჩვენებელი. სიკვდილიანობის მაჩვენებელი გვაქვს როგორც მოგეხსენებათ, 1% ქვეყანაში და გამოჯანმრთელებულთა მაჩვენებელი არის საკმაოდ კარგი - 92%.

ინფიცირების რაოდენობა ქვეყანაში მცირდება, საუბარია ე.წ. დადებითობის მაჩვენებელზე. ჩვენ თუ დეკემბრის პირველი 5 დღის საშუალო მაჩვენებელი დადებითობის გვქონდა 28-29% პროცენტი, დღეს ის ჩამოსულია 13.5% პროცენტზე. განახევრებულია.  ასევე თუ შევადარებთ ზარებს ცხელ ხაზზე და ა.შ. ვნახავთ, რომ ნაკლები მიმართვიანობაა კოვიდის გამო და ასევე ნაკლები მიმართვიანობაა კლინიკებში ტესტირებაზე. 

ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ქვეყანაში სიტუაცია შედარებით მშვიდდება, მაგრამ ეს დამშვიდების საბაბს არ გვაძლევს. იმიტომ, რომ თუ რეგულაციას არ დავიცავთ მოიმატებს და შეიძლება გამწვავდეს'' - განაცხადა ამირან გამყრელიძმ. 

დღეს საქართველოში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 41 პაციენტი​. ამირან გამყრელიძის განმარტებით ინფიცირების დაბალი მაჩვენებელი დასვენების დღეებს  და ნაკლებ ტესტირებას უკავშირდება. 

 

 

 

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში