საფრანგეთი ლოკდაუნისთვის ემზადება, ისრაელი ფრენებს წყვეტს

25 იანვარი 2021, 11:54 2518 ნახვა

მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ 577  ათას 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. გაერო-ს ორგანიზაციის ცნობით, პანდემიის დაწყების შემდეგ მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციის 97.46 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი ახალი შემთხვევების 56 პროცენტზე მეტი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაზე მოდის. მეორე ადგილზე ევროპის რეგიონია, მესამეზე კი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია.

ინფიცირების და მსხვერპლის რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე აშშ-ია, სადაც „კოვიდ-19“ დღემდე 25 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. 

შტამით დაინფიცირების შემთხვევები მატულობს საბერძნეთში. მონაცემები იზრდება საფრანგეთშიც, სადაც ეპიდემიოლოგები საყოველთაო კარანტინის მესამედ გამოცხადების საჭიროებაზე საუბრობენ.  ისრაელი კი, ვირუსის ახალი ვარიანტების გავრცელების პრევენციის მიზნით, დღეიდან თვის ბოლომდე საერთაშორისო ფრენებს აკრძალავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში