1$ = 3.44 ლარი - ეროვნული ვალუტა კიდევ სამი თეთრით გაუფასურდა

31 მარტი 2021, 18:06 492 ნახვა

ლარის ახალი ანტირეკორდი და განახლებული კურსი. ხვალ ერთ დოლარს 3 ლარად 44 თეთრად იყიდით. ვალუტის ჯიხურებში კი უფრო მეტის გადახდა მოგიწევთ. დღეს სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში დოლარის ფასი 3 ლარსა და 50 თეთრს აღწევდა. 4 ლარი ღირდა 1 ევრო.

ვალუტის კურსის ცვლილების პარალელურად სურსათზე ფასები გაიზარდა, რის გამოც განსაკუთრებით უკმაყოფილო მომხმარებელია.

სპეციალისტთა ნაწილის აზრით, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესებულია, რაც ლარის სტაბილურობაზე ნეგატიურად აისახება.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში