აქცია „ენერგო პრო ჯორჯიას“ წინააღმდეგ

15 აპრილი 2021, 12:25 950 ნახვა

ამხანაგობა „ ჩვენებურების „  მცხოვრებლების  მორიგი საპროტესტო  აქცია.  მათ   დასახლებაში დენის მიწოდების  მოთხოვნით, ე.წ- ლი ,,კომენდანტის საათის“ დროს ქიქავას ქუჩიდან აჭარის მთავრობის სახლისკენ აქცია- მსვლელობა მოაწყეს.  აქციის მონაწილეები , მთავრობის თავმჯდომარეს „ენერგო პრო ჯორჯიაში“  წარსადგენად ნებართვას სთხოვენ, რითაც ინდივიდუალურ აბონენტებად დარეგისტრირებას შეძლებენ. რკინიგზის ყოფილი საავადმყოფოს შენობაში, სოციალურად დაუცველი ოჯახები, ომის ვეტერანები და ეკომიგრანტები ცხოვრობენ. მათ საცხოვრებელი ფართები დაკანონებული არ აქვთ, ამიტომ ისინი საერთო მოხმარების მრიცხველით სარგებლობენ. ამხანაგობაში სულ 74 ოჯახი ცხოვრობს.  "ენერგო პრო ჯორჯიას" განცხადებით, თუ მოსახლეობა შესაბამის დოკუმენტაციას წარადგენს, მათი აბონენტად რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება. მათ  აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, შეხვდა. რამაზ ჯინჭარაძე მოსახლეობას დაჰპირდა, რომ  დღეს  "ენერგო პრო ჯორჯიას" წარმომადგენლებს შეხვდებიან. აღნიშნა, რომ შესაძლებლობის ფარგლებში მოხდება სხვა ინფრაქსტრუქტურული პრობლემების მოგვარებაც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში