ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნებას აპირებს

20 აპრილი 2021, 17:47 995 ნახვა

დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, საკუთარი კანდიდატურის დაყენების საკითხს "სერიოზულად" განიხილავს. დონალდ ტრამპმა, ფოქს ნიუს-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ამ საკითხს ის "ძალიან სერიოზულად" განიხილავს, თუმცა ვერ ადასტურებს, რომ ეს მართლაც ასე იქნება. მისი თქმით, ამაზე საუბარი ჯერ კიდევ ადრეა.

დონალდ ტრამპმა  აღნიშნა, რომ ბოლო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, მას მხარი 75-მა მილიონმა ამერიკელმა დაუჭირა, რაც ცხადყოფს, რომ მისი მხარდაჭერის დონე მაღალია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში