აშშ ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლოში პირველ ადგილზეა

04 მაისი 2021, 12:05 109 ნახვა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 154 მილიონს გადააჭარბა. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილზეა ინდოეთი, მესამე- ბრაზილია, მეოთხე ადგილს საფრანგეთი, მეხუთეს კი თურქეთი იკავებს.ე.წ ინდური შტამის პირველი შემთხვევები გამოვლინდა მაროკოსა და ალჟირში. დანიამ "ჯონსონ ენდ ჯონსონის" ვაქცინა აცრის პროგრამიდან ამოიღო. ამერიკული მედიის ცნობით, შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია მიმდინარე კვირაში Pfizer-ის ვაქცინის 12-დან 15 წლამდე მოზარდებში გამოყენების ავტორიზაციისთვის ემზადება. ჯანმოში კი ამბობენ, რომ "სინოფარმის" ავტორიზაციის საკითხზე გადაწყვეტილება კვირის ბოლომდე უნდა გამოაქვეყნონ.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში