გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 ივნისიდან 1 ივლისამდე აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ ცალკეულ დღეებში შესაძლებელია 38 გრადუსს გადააჭარბოს.
მათივე ცნობით, 21-23 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა: აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 33, 38, მთიან რეგიონებში 31, 36 გრადუსი.
უწყებაში აცხადებენ, რომ მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების გაჩენის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა.
მოსალოდნელი უფრო მაღალი ტემპერატურის გამო, საქართველოს მთებში მოსალოდნელია ხანძრის კერების წარმოქმნა, მოსახლეობა ვალდებულია პიკნიკის დროს, არ დატოვოს ტყეში შუშის ნამსხვრევები, თავი შეიკავონ თამბაქოს მოწევისგან.