აჭარაში გადამფრენ მტაცებელ ფრინველებს აკვირდებიან

19 სექტემბერი 2021, 12:10 830 ნახვა

აჭარაში გადამფრენ მტაცებელ ფრინველებს აკვირდებიან. ორნითოლოგები და ფრინველებზე დამკვირვებლები რეგიონს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობენ. ისინი აჭარის თავზე გადამფრენი მტაცებელი ფრინველების აღრიცხვას ჩაქვის სადამკვირვებლო პლატფორმებიდან ყოველდღიურად ახორციელებენ.

აჭარა გადამფრენი მტაცებელი ფრინველების რაოდენობის კუთხით მსოფლიოში მესამე ადგილზეა, რაც ორნითოლოგებს, ფრინველებზე დამკვირვებლებსა და ეკოტურისტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წლებია იზიდავს. ისინი მტაცებელი ფრინველების გადაფრენას ჩაისუბანსა და სახალვაშოში სპეციალურად მოწყობილი სადამკვირვებლო პლატფორმების საშუალებით , 15 აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე აკვირდებიან.  ფრინველებზე დაკვირვების მნიშვნელოვან ადგილებს სოფელი სახალვაშო, ჩაისუბანი, ჭოროხის დელტა, ბათუმის ზღვისპირა პარკი და ნავსადგური წარმოადგენს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში