ვწუხვარ ბათუმში შენობის ჩამონგრევის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების გამო - საქართველოში შვედეთის ელჩი

09 ოქტომბერი 2021, 18:57 800 ნახვა

საქართველოში შვედეთის ელჩი ულრიკ ტიდესტრომი ბათუმში შენობის ჩამონგრევის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების ოჯახებს უსამძიმრებს.

„ძალიან ვწუხვარ ბათუმში შენობის ჩამონგრევის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების გამო. ფიქრებით დაღუპულთა ოჯახებთან ვარ. იმედი მაქვს, რომ დაშავებულები გამოჯანმრთელდებიან და გამძლეობას ვუსურვებ მამაც მაშველებს მათ მიმდინარე საქმიანობაში“, - წერს საქართველოში შვედეთის ელჩი ულრიკ ტიდესტრომი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი