ისრაელის საელჩო ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

09 ოქტომბერი 2021, 19:00 926 ნახვა

საქართველოში ისრაელის საელჩო ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის გამო მწუხარებას გამოთქვამს. შესაბამისი განცხადება საელჩოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

„ისრაელის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და სრულიად საქართველოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში