მსოფლიოში კორონას გავრცელების ბოლო მონაცემები

16 ოქტომბერი 2021, 12:15 970 ნახვა

240 მილიონზე მეტი ინფიცირებული და თითქმის 5 მილიონი გარდაცვლილი - ასეთია მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მონაცემები.რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა მეზობელ თურქეთში, სადაც ვირუსი ბოლო 24 საათში 30 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინდა.რეკორდული გარდაცვალებისა და ინფიცირების მაჩვენებელი ფიქსირდება კვლავ რუსეთში.

ერთ დღეში ინფექციას თითქმის ათასი ადამიანი ემსხვერპლა. მაღალია დღიური მაჩვენებელი დიდ ბრიტანეთშიც სადაც ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რიცხვი 45 ათასს ადამიანს აღწევს. შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის კომიტეტმა "ჯონსონის" ვაქცინის მეორე დოზით აცრის რეკომენდაცია გასცა. შტატები სრულად ვაქცინირებული უცხოელი მოგზაურებისთვის სახმელეთო და საჰაერო საზღვრებს 8 ნოემბრიდან გახსნის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში