რთული კოვიდვითარებიდან გამოსავალი არ ჩანს

23 ოქტომბერი 2021, 15:05 830 ნახვა

კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა მაჩვენებელი არ იკლებს. დღე-ღამეში  4000-ზე მეტი კოვიდ ინფიცირებული და ათეულობით გარდაცვლილი გვყავს. ინფიცირების 4 467 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 119 აჭარაში გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ვირუსს 42 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 52 601-ს შეადგენს.რაც შეეხება სკოლებს. აჭარაში სრულად დახურულია ხუთი სკოლა.  სხვადასხვა სკოლის 110 კლასი კი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში