კალიფორნიაში სატრანსპორტო მოძრაობა ტუალეტის ქაღალდმა შეაფერხა

29 ოქტომბერი 2021, 13:00 828 ნახვა

კალიფორნიის გზებზე სატრანსპორტო ქაოსის მიზეზი ტუალეტის ქაღალდის ასობით რულონი  გახდა. 

ქალაქ  სან-ლეანდროში  სატრანსპორტო მოძრაობა რამდენიმე ხნით დაიბლოკა კიდეც.  ქაღალდის რულონები  გზის 100 მეტრიან მონაკვეთზე იყო  მიმოფანტული.  

თუ როგორ მოხვდა ავტომაგისტრალზე ტუალეტის ქაღალდის  რულონების დიდი  რაოდენობა უცნობია.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში