დანდალოს მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატმა ოთარ ხარაძემ გაიმარჯვა - წინასწარი მონაცემები

31 ოქტომბერი 2021, 00:09 858 ნახვა

წინასწარი მონაცემებით ქედაში, დანდალოს მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების“ კანდიდატმა ოთარ ხარაძემ გაიმარჯვა.

ოთარ ხარაძემ დანდალოს მაჟორიტარული ოლქის მცხოვრებლებისგან 619, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა, ევგენი ცინცაძემ კი 600 ხმა მიიღო.

ქედის #80 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, მაჟორიტარულ ოლქში საჩივარი არ დაწერილა. რაც შეეხება აქტივობას პირველი ტურის აქტივობასთან შედარებით ნაკლებია.

1922 ამომრჩევლიდან უბანზე 1287 ამომრჩეველი მივიდა და საკუთარი კონსტიტუციური უფლება 64,8 %- მა გამოიყენა. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში