შეხვედრა ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებთან

08 დეკემბერი 2021, 11:49 771 ნახვა

ირაკლი ღარიბაშვილმა ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებთან ფარმაცევტული ბაზრის შუალედური ანგარიში და რეკომენდაციები განიხილა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე იმსჯელეს თუ რა კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ვითარების დარეგულირების მიზნით.

აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია მედიკამენტების გაზრდილ ფასებზე დროული რეაგირება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია გათვალისწინებული და მაქსიმალურად დაცული იყოს მოსახლეობის ინტერესები, ხოლო მეორე მხრივ, გათვალისწინებული იყოს ბიზნესის მოსაზრებებიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში