"რუსთავი 2''-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დაკმაყოფილდა

08 დეკემბერი 2021, 15:33 972 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“ კვლავ ამჟამინდელ მესაკუთრეს ქიბარ ხალვაშს დარჩა.

"რუსთავი 2"-ის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.

მოსამართლე გოჩა დიდავას გადაწყვეტილებით, ყადაღა მოეხსნა "რუსთვი-2 ". 

კახა კოჟორიძის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

„სასამართლოს ეს განმარტება ჩვენთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო. ნებისმიერ შედეგს ველოდები ამ სასამართლო განხილვიდან გამომდინარე, მაგრამ იმ განმარტებას, რაც დღეს სასამართლომ გააკეთა, გულწრფელად ვამბობ, რომ არ ველოდი. სასამართლოს განმარტებით, ქიბარ ხალვაში არის თურმე კეთილსინდისიერი შემძენი.

ჩვენ ამ გადაწყვეტლებას გავასაჩივრებთ და მანამ, სანამ ეს დავა გარძელდება, ყადაღა მოხსნილად ვერ ჩაითვლება. ჩვენთვის ქართული მართმსაჯულების სისტემა არის ის აუცილებელი სახადი, რომელიც უნდა მოვიხადოთ იმისთვის, რომ მერე წავიდეთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და დადგეს ის შედეგი, რასაც ეს ადამიანები იმსახურებენ“, - განაცხადა კოჟორიძემ.

ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა "რუსთავი 2"-ის 60%-იანი წილის მოთხოვნით დავა დაახლოებით 2 წლის წინ დაიწყეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში