სვანების შეთანხმება უკანონო მაინინგის წინააღმდეგ

30 დეკემბერი 2021, 19:32 932 ნახვა

შვიდდღიანი უშუქობისა და პროტესტის შემდეგ, მესტიის მოსახლეობა ე.წ. მაინერების გამორთვაზე შეთანხმდა. ადგილობრივები დღეს შეიკრიბნენ და პირობა დადეს, რომ ვისაც აღნიშნული დანადგარი აქვს, გამორთავს, რათა ელექტროენერგია რაიონს შეუფერხებლად მიეწოდოს. მესტიის რაიონს   ამ ეტაპზე შუქი შეუფერხებლად მიეწოდება. ადგილობრივების ინფორმაციით, უშუქობის გამო მათ გაუსაძლის პირობებში უწევთ ყოფნა, ამასთან ზარალდება ტურისტული სექტორი. მოსახლეობა ხელისუფლებას  მიმართავს, აღრიცხოს ე.წ. მაინერები და მათი მფლობელებისთვის გადასახადი დააწესოს. მესტიელების  უკმაყოფილება განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც ენერგო პრო ჯორჯიამ  არსებულ პრობლემების შესახებ საჯაროდ განაცხადა და სვანეთში მცხოვრებლებისთვის ტარიფის გაზრდაც არ გამორიცხა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში