ავსტრალიაში რეკორდული სიცხეებია. ქვეყნის დასავლეთში ქალაქ ონსლოუში ჰაერი ცელსიუსით 50,7 გრადუსამდე გათბა.
ადგილობრივი მედია წერს, რომ ჩვეულებრივ ამ პერიოდში ქალაქში ჰაერის ტემპერატურა 36,5 გრადუს არ აღემატება.
წარსულში მსგავსი სიცხეები სამხრეთ ავსტრალიაში 60 წლის წინ დაფიქსირდა.
დღეს ქალაქ ონსლოუში ახალ ტემპერატურულ რეკორდს ელოდებიან, მეტეოროლოგები ტემპერატურის მატებას პროგნოზირებენ.