გამორიყული გემი ზღვის სიღრმეში შევიდა

16 იანვარი 2022, 12:19 3215 ნახვა

რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი, უკვე უსაფრთხოდ დგას ბათუმის ნავსადგურის აკვატორიის N4 საღუზე წერტილში. გემზე ეკიპაჟის 13 წევრი იმყოფება. 14 იანვარს გემმა სააგენტოს ბათუმის ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის სამსახურისგან მიიღო გაფრთხილება ამინდის მოსალოდნელი მკვეთრი გაუარესების შესახებ.

ძლიერი შტორმის გამო გემმა დაკარგა მანევრირების უნარი და ტალღებმა დაიწყო მისი წამოღება ნაპირისკენ. მიუხედავად აღნიშნულისა, გემმა საკუთარი ძალებით შეძლო ნაპირისკენ სვლის შეჩერება. -წერია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში. მათივე ინფორმაციით მახინჯაურში მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ სააგენტოს თანამშრომლები, სამაშველო ჯგუფი, მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საპატრულო პოლიცია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში