რა რეჟიმში მუშაობენ საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებები უკრაინაში

26 თებერვალი 2022, 15:24 1261 ნახვა

უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებები, საქართველოს საელჩო კიევში და გენერალური საკონსულო ოდესაში მუშაობას საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ.- ინფორმაციას საქართველოს  საგარეო საქმეთა სამინისტრო  ავრცელებს.  

როგორც უწყებაში განმარტავენ,  მიუხედავად შეზღუდული შესაძლებლობებისა, მაქსიმალურ დახმარებას უწევენ უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს. ამასთან, ავრცელებენ  საკონტაქტო ინფორმაცას, სადაც მითითებულია საქართველოს საელჩოს ნომრები კიევში, გენერალური საკონსულოს ნომრები ოდესაში და საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონტაქტო ნომერი.

ზვიად სირაბიძე
ავტორი და წამყვანი

ამავე კატეგორიაში