ბათუმის მთავარი ნაძვის ხე ხვალ აინთება

24 დეკემბერი 2016, 00:00 4994 ნახვა

ბათუმის  მთავარი ნაძვის ხე ხვალ საღამოს 9 საათზე  საზეიმოდ აინთება. ევროპის მოედანზე მოწყობილ ”სანტას კუთხეში”  საბავშვო ღონისძიებები დილის 12 საათიდან დაიწყება და დღის ბოლომდე გაგრძელდება. მერიამ აქტივობები ევროპის მოედანზე 25-დან 31 დეკემბრის ჩათვლით დაგეგმა. საახალწლო პროგრამაშია სხვადასხვა კულტურული და გასართობი ღონისძიება.  7 იანვარს ბათუმის ხელოვნების ცენტრში საშობაო კონცერტი გაიმართება. რაც შეეხება საახალწლო გალა- კონცერტს, ის ტრადიციულად 31 დეკემბრის ღამეს, ევროპის მოედანზე ჩატარდება.  

ამავე კატეგორიაში