უკრაინის დაზვერვა: „რუსეთის ხელისუფლებაში ომს მხოლოდ 2 კაცი უჭერს მხარს“

12 მარტი 2022, 17:46 1044 ნახვა

უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთის ხელისუფლებაში ომს დღეს მხოლოდ ორი ადამიანი უჭერს მხარს - პრეზიდენტი პუტინი და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ.

ამის შესახებ დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა  „უკრაინა 24-“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„მხოლოდ ორი ადამინი რჩება, ვინც ომის გაგრძელების მომხრეა - პუტინი და შოიგუ. ყველა დანარჩენი მის შეჩერებას ცდილობს. ზოგი აქტიურად, ზოგი კი წყნარად ზოგჯერ საბოტირებენ კიდეც უმაღლესი ხელმძღვანელობის ბრძანებებს. რუსეთის ფედერაციის გენერალიტეტიც კი სრული უმრავლესობით წინააღმდეგია ომის“ - აცხადებს ბუდანოვი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში