პუტინმა 64-ე მოტომსროლელ ბრიგადას საპატიო წოდება მიანიჭა

19 აპრილი 2022, 13:35 825 ნახვა

რუსეთის 64-ე მოტომსროლელთა ბრიგადას, რომელსაც ბრალად ედება ბუჩაში ომის დანაშაულების ჩადენა, ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საპატიო წოდება მიანიჭა და მას „რუსეთის სუვერენიტეტის მცველები“ უწოდა.

განკარგულებაში ნათქვამია, რომ  ბრიგადა მისი პირადი შემადგენლობის მიერ გამოვლენილი  მასობრივი გმირობის, სიმტკიცისა და  სიმამაცისთვის დაჯილდოვდა.  რუსული ჯარის გასვლის შემდეგ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების ასობით ცხედარი და  მთლიანად გაძარცვული სახლები იპოვეს. 

ოკუპანტების ომის დანაშაულებების  ამსახველი  ფოტო და ვიდეო მასალა მსოფლიო საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს. მას კრემლმა დადგმული ფეიკები და უკრაინული სპეცსამსახურების პროვოკაცია უწოდა. 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებით,  რუსეთის არმიის  64 მოტომსროლელი ბრიგადა ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ მკვლელობებსა და წამებაში მონაწილეობდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში