კოლექტიური თავდაცვის ქვეყნები რუსეთზე

27 აპრილი 2022, 18:18 1137 ნახვა

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნები  მხარს არ უჭერენ  რუსეთს და არ გამოხატავენ უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის სურვილს - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო იტყობინება. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია- არის სამხედრო-პოლიტიკური საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელშიც შედის ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი. „რუსეთის ფედერაციის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრებს არ სურთ მიიღონ მონაწილეობა უკრაინის წინააღმდეგ ომში. მათ შორის ე.წ. „დონეცკისა და ლუგანსკის“ ტერიტორიაზე. მაგრამ ამ ორგანიზაციის  წევრებმა შეიძლება განიხილონ რუსეთის ფედერაციის ან ბელორუსიის ტერიტორიაზე ეროვნული კონტინგენტების შეზღუდული განლაგების შესაძლებლობა“, - ნათქვამია დაზვერვის ანგარიშში. ახლა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის   ყველა წევრი ქვეყანა რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის გარდა  ნეიტრალურია რუსეთის შეჭრის საკითხთან დაკავშირებით. არცერთმა მათგანმა არ აღიარა ყირიმის ანექსია და ე.წ. „დონეცკისა და ლუგანსკის“ დამოუკიდებლობა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში