ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარია მოხდა - არიან დაშავებულები

09 მაისი 2022, 17:56 18355 ნახვა

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ამ დროისთვის ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ კრიმინალისტები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში 4 ადამიანი გადაიყვანა. ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის  მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

ვტობანის აღნიშნული მონაკვეთი ყვითელი ლენტებითაა შემოსაზღვრული, მოძრაობა კი მხოლოდ ცალმხრივადაა დაშვებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში